ქართული რომანტიზმის საფუძვლები - Giorgi Bolkvadze
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhp3_wm3B2tcYk810zqnIksjtPGDUMwY0rRogedRnoF0EpeEaJHG1SO-SbtaUcBotSUXkUopd_brIJqokvaigs1Ioaz4STeETF-u_W63zRmZ5Jm5jY-jVCaakbv4b2NEnn0ck8J0pGxDvw/s320/F81DBB11-C0B5-49BA-8D62-DB99FE884A7F.jpeg)
რომანტიზმი მე - 18-19 საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა, როგორც საერთო ევროპული მოვლენა ან შეიძლება ვთქვათ, როგორც რეაქცია იმ პერიოდში არსებულ რეალობაზე. ცნობილია, რომ რომანტიზმი საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს აღმოცენდა და მოიცვა ისეთი დარგები, როგორიცაა ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა და ა.შ. რომანტიკულმა ლიტერატურამ წარმოშვა მთელი რიგი საოცარი მწერლებისა, მაგალითად: ძმები ფრიდრიხ და ავგუსტ შლეგელები, ძმები გრიმები, ჯორჯ ბაირონი, შელი, მადამ დე-სტალი, (რომელსაც წილად ხვდა საფრანგეთში რომანტიზმის გავრცელება) შატობრიანი, ვიქტორ ჰიუგო, იტალიაში ჯაკომო ლეოპარდი, პოლონეთში ადამ მიცკევიჩი და ა.შ ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ის ყველა ქვეყანაში თავისებური სახით გამოვლინდა, თუმცა მოტივი და ეროვნული საფუძვლები ასე თუ ისე საერთო იყო. რომანტიზმის არსის გაგება დიდ დაკვირვებასა და გაანალიზებას მოითხოვს. ამ საინტერესო მიმდინარეობის შესახებ არაერთი შეხედულება არსებობს, თუ რამ განაპირობა მისი განვითარების თავისებურებები, რა იყო ის მთავარი იდეა რითიც საზრდოობდა რომანტიზმი, რა პრინციპები...