Posts

Showing posts from December, 2020

ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობების მიმოხილვა (მე-19 საუკუნე) - Giorgi Bolkvadze

Image
ქართულ-ფრანგული ლიტერატურული ურთიერთობები საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ზოგადად ქართულ კულტურაში. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სხვა ქვეყნებთან ჰქონდა  პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობები, რაც მისი ადგილმდებარეობით იყო განპირობებული. მე-19 საუკუნის დასაწყისში ქვეყნისთვის რთული ეტაპი დადგა, საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა(1801 წელს რუსეთის მიერ ქართლს-კახეთის სამეფოს გაუქმება). ამ მოვლენამ ძალიან ბევრი რამ განაპირობა, რაც შემდგომ სრულყოფილად გამოიხატა ფაქტობრივად ყველა სფეროში. მიუხედავად მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა, მაინც ვითარდებოდა ქართული ლიტერატურა. დაწინაურებულმა საზოგადოებამ იცოდა ფრანგული ენა და ისინი მუდმივად აქტიურად ადევნებდნენ თვალს საფრანგეთის კულტურულ ცხოვრებას. კიტა აბაშიძე ამბობდა ხოლმე "პარიზში რო წიგნი გამოვა, ორი-სამი კვირის შემდეგ თბილისში უკვე წაკითხული აქვთო". აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსი მწერლები გარკვეულ როლს თამაშობდნენ ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვით...