Posts

Showing posts from January, 2021

ფრანგული დრამა (პიერ კორნელი) - Giorgi Bolkvadze

Image
ვეცდები ვისაუბრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფრანგი დრამატურგის, პიერ კორნელის(1606-1684)შესახებ. ის დაიბადა ბურჟუას ოჯახში. რუანის ერთ-ერთ კოლეჯში მიიღო იეზუიტური განათლება. მოგვიანებით კოლეჯს "პიერ კორნელის სახელობის სკოლა" ეწოდა. აღსანიშნავია, რომ ძმა, ტომას კორნელიც ასევე პიესებს წერდა. მომავალი დტამატურგი 18 წლის ასაკში იწყებს იურისპრუდენციის სწავლას, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად მამამისმა მაინც დააწყებინა სამსახური რუანის დეპარტამენტში. კორნელი სწორედ ამ პერიოდში იწყებს წერას. მისი პირველი ნაწარმოების "მელიტა" (Mèlite) შექმნის თარიღი ზუსტად უცნობია, თუმცა ვიცით, რომ 1629 წელს წარმატებით დაიდგა პარიზის სცენაზე. ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ნაწარმოებებია "სიდი" და "ჰორაციუსი". მწერალმა 1641 წელს იქორწინა მარი ლამპერიერზე(Marie de Lampérière). მათ რვა შვილი ეყოლათ, რომელთაგანაც ექვსი ბიჭი იყო ორი კი გოგო. აღსანიშნავია, რომ პიერ კორნელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კარდინალ რიშელიესთან. ამ უკანასკნელს თავდაპი...