ჟან-ჟაკ რუსო "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" - Giorgi Bolkvadze
შევეცდები ვისაუბრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერლის, ფილოსოფოსისა და კომპოზიტორის, ჟან-ჟაკ რუსოს შესახებ. ის დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, პროტესტანტულ ოჯახში, 1712 წლის 28 ივნისს და გარდაიცვალა პარიზთან ახლოს ერმენონვილში 1778 წლის 2 ივლისს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ნაწარმოებია "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" და სწორედ ამ რომანის შესახებ ვისაუბრებ. თავდაპირველად მოკლედ მიმოვიხილავ მწერლის ცხოვრებას. რუსომ ბავშვობა გაატარა ჟენევაში. მამამისი, ისააკი, მესაათე და ცეკვის მასწავლებელი გახლდათ. ბავშვებს ძალიან ანებივრებდა და საკმაოდ ფიცხი ხასიათის კაცი იყო. მთელ ცხოვრებას რომანების კითხვასა და ახალი თავგადასავლების ძიებაში ატარებდა. რუსოს ჰყავდა ძმა, რომელიც ჟენევიდან მალევე გადაიხვეწა. ისინი ადრეულ ასაკში დაობლდნენ. ისააკს თავისი არეული ცხორვების გამო პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა იქაურობას განრიდებოდა. მან მეორედაც იქორწინა. ჟენევაში მარტოდ დარჩენილი ჟან-ჟაკი თავიდან ნოტარიუსს მიაბარეს, შემდეგ კი გრავიორს... როგორც ბიოგრაფიიდან ...