ბერტოლტ ბრეჰტი "კავკასიური ცარცის წრე"/ Der Kaukasische Kreidekreis von Bertolt Brecht - Giorgi Bolkvadze
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjEb2AHa_hwvWAcyZ01qQwg2K6jgk4DKEflc6p8tmrFGU2q30f31jhRDF1R-PF1rel6dEyeXWYPliErggNwv4SJYxaQleDvJxHZjPPzVBpmXodMPpynEBgTZNI_J1gKzLOWMxut8cenPyU/w501-h350/Bertolt+Brecht.jpg)
ბერტოლტ ბრეჰტი ( 10 თებერვალი, 1898 - 14 აგვისტო 1956 ) იყო მე-20 საუკუნის გამოჩენილი გერმანელი დრამატურგი და პოეტი. ბრეჰტმა დააარსა და განახორციელა ეპიკური თეატრი ან კიდევ როგორც უწოდებენ -"დიალექტიკური თეატრი". მან შექმნა სრულიად ახალი კონცეფცია, რამაც შემდგომ საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნების თეატრში. ფაქტრობრივად ის გვევლინება, როგორც თეატრის რეფორმატორი. ნაცისტების პერიოდში მწერალი იძულებული იყო გადასახლებაში ეცხოვრა. ჯერ სკანდინავიაში გაემგზავრა, ხოლო შემდგომ აშშ- ში. თავდაპირველად მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო. აღსანიშნავია, რომ ნაშრომების დიდი ნაწილი სწორედ გადასახლებაშია შექმნილი. ომის დასრულების შემდეგ დრამატურგი ბრუნდება გერმანიაში, სადაც ცოლთან ერთად აარსებს თეატრალურ კომპანიას "Berliner Ensemble" - ს. მისი მშობლები იყვნენ ფრიდრიხ ბრეჰტი და ვილჰელმინ სოფიო. დედა მორწმუნე პროტესტანტი იყო, ხოლო მამა - კათოლიკე. დედის გავლენით მან კარგად იცოდა ბიბლია, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე. ბრეჰტის ოჯახი საშუალო კლასის რიგს გ...