Posts

Showing posts from October, 2020

თეატრი (La Comédie Française) - Giorgi Bolkvadze

Image
როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნებაზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ თეატრი და ის ემოცია, რაც თან ახლავს მას. თეატრი ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სპექტაკლის ყურების დროს მართლაც საოცრად მშვიდდება ადამიანი და ამაღლებული განწყობა ეუფლება, რაც დიდხანს გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელოვნების სიდიადეს. ჩემი საყვარელი თეატრი არის მარჯანიშვილის თეატრი (Marjanishvili Theatre) და  ვცდილობ ხშირად დავესწრო სპექტაკლებს. ასევე ვისურვებდი, რომ დღეს საქართველოში, (როგორც ეს ადრე იყო) თეატრში სიარულის კულტურა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და გახდეს ჩვენი ცხოვრების ერთგვარი წესი. მე ავარჩიე "Comédie Française" და მასზე მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო. ბევრმა ქვეყანამ შეიძლება თქვას, რომ სწორედ ის არის კულტურის ცენტრი, სადაც არსებობს ძალიან მრავალფეროვანი ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა, თეატრი და სხვა... მათ შორის რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი საფრანგეთს და კერძოდ პარიზს უჭირავს ალბათ ამაზე ვერავინ შემედავება. თეატრი არის ხელოვნების ის დარგი, რომელიც პარიზში საოცარ სანახაობას გვპ...

საბრალონი/Les Misérables(ვიქტორ ჰიუგო) - Giorgi Bolkvadze

Image
ხშირად წიგნებს  შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევდი და ვკითხულობდი, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ უფროსების რჩევებსაც ვითვალისწინებდი, რამაც არაერთი საოცარი მწერალი გამაცნო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხატვრული ლიტერატურის წინასწარ შერჩევის რაიმე განსაკუთრებული წესი მქონდა. ხელოვნებასთან კავშირი ყველთვის მსიამოვნებდა. მართლაც საოცარია მუსიკა, ფერწერა, თეატრი, ლიტერატურა... მეორეს მხრივ ხელოვნების სიდიადეს შეუძლია დაუპირისპირდეს და დაამარცხოს ბოროტება, საერთო ენაზე აალაპარაკოს ადამიანები და შექმნას შემოქმედებითი გარემო, რაც პროგრესის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. როდესაც გავეცანი განმანათლებლების შეხედულებებს აბსოლუტურად გავიზიარე ერთ-ერთი ის აზრი, რომ ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა თუ სხვა მიმართულებები ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, მაღალ მოქალაქეობრივ კულტურას უნდა აყალიბებდეს. მართლაც, სასიამოვნო გრძნობა გვეუფლება და სიმშვიდეს გვგვრის როდესაც კავშირი გვაქვს ხელოვნებასთან, განსაკუთრებით კი მხატვრულ ლიტერატურასთან.     ისე მოხდა, რომ ბავშვობაში, შემდგომ უკვე...

კარუსელი (le carrousel) - By Giorgi Bolkvadze

Image
  ყველაფერს, რასაც ირგვლივ ვხედავთ თავისი საკუთარი ისტორია აქვს. ეს არის შექმნის, განვითარების, ფორმირების ისტორია, სადაც არაერთ საინტერესო ფაქტს ვხვდებით. ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ ნივთებს, თუმცა ხშირად არ ვიცით მიზეზები, რამაც მათ შექმნას ჩაუყარეს საფუძველი, ამიტომ საგნებს აღვიქვამთ მხოლოდ იმ მდგომარეობაში და დანიშნულებისამებრ, რა მდგომარეობაშიც მათ ჩვენამდე მოაღწიეს და როგორც მხოლოდ ახლა არსებობენ, მეორე მხარე კი სრულიად უ ცნობია ხოლმე ჩვენთვის. ასევე შესაძლოა დღეს უკვე სრულიად უვნებელ და სახალისო თამაშებს, საკმაოდ დრამატული ფაქტები ედოს საფუძვლად. მაგალითად გასართობი ატრა ქციონები, ბავშვების გამხიარულების საოცარი საშუალება, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარულია კარუსელი.ბავშვებმა კარგად იციან მის შესახებ, ეს არის მბრუნავი სცენა, სადაც ძირითადად დამაგრებულია ხისგან გამოთლილი ცხენები ან სხვა ცხოველები, რომლებიც მოძრაობისას ზემოთ და ქვემოთ იწევიან. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ერთი შეხედვით ეს სახალისო თამაში მეფის სიკვდილით დაიწყო.   ანრი მეორე -ს (საფრანგეთის ...