Skip to main content

თეატრი (La Comédie Française) - Giorgi Bolkvadze

როდესაც ვსაუბრობთ ხელოვნებაზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ თეატრი და ის ემოცია, რაც თან ახლავს მას. თეატრი ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სპექტაკლის ყურების დროს მართლაც საოცრად მშვიდდება ადამიანი და ამაღლებული განწყობა ეუფლება, რაც დიდხანს გრძელდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელოვნების სიდიადეს. ჩემი საყვარელი თეატრი არის მარჯანიშვილის თეატრი (Marjanishvili Theatre) და  ვცდილობ ხშირად დავესწრო სპექტაკლებს. ასევე ვისურვებდი, რომ დღეს საქართველოში, (როგორც ეს ადრე იყო) თეატრში სიარულის კულტურა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და გახდეს ჩვენი ცხოვრების ერთგვარი წესი. მე ავარჩიე "Comédie Française" და მასზე მინდა ძალიან მოკლედ ვისაუბრო. ბევრმა ქვეყანამ შეიძლება თქვას, რომ სწორედ ის არის კულტურის ცენტრი, სადაც არსებობს ძალიან მრავალფეროვანი ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა, თეატრი და სხვა... მათ შორის რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი საფრანგეთს და კერძოდ პარიზს უჭირავს ალბათ ამაზე ვერავინ შემედავება. თეატრი არის ხელოვნების ის დარგი, რომელიც პარიზში საოცარ სანახაობას გვპირდება. მაგალითად: Théâtre MogadorThéâtre Odeon (რომელიც თავად მარია ანტუანეტმა გახსნა და რომელიც ერთ-ერთი რეკონსტრუქციის დროს ჟან შალგრენმა დააპროექტა) Théâtre de la Renaissance და ა.შ ძალიან ბევრი შეგვიძლია დავასახელოთ. პარიზში ყოფნის დროს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა "Comédie Française" - მ. როდესაც თეატრს გვერდით ჩავუვლიდი შემდეგ მივსეირნობდი ოპერის გამზირზე და პარიზის ოპერასთან (გარნიეს სასახლე) დიდხანს ვჩერდებოდი. ეს არის უმშვენიერესი ნაგებობა, რომლის ყურებაც ერთი სიამოვნებაა. მართლაც საოცარია "Salle Richelieu", რომელიც რიშელიეს ქუჩის და ოპერის გამზირის კვეთაზე მდებარეობს.  ეს არის "Comédie Française" - ს მთავარი თეატრი. ("Comédie Française" სამ თეატრს აერთიანებდა). ის 1680 წელს  ლუი მეთოთხმეტის დროს შეიქმნა და ძალიან დიდი როლი ითამაშა მე-17 საუკუნის კულტურულ ცხოვრებაში. მან მოიტანა უდიდესი სიახლე, რაც სრულყოფილად გამოიხატა შემდგომდროინდელ წარმოდგენებში. ყველაზე მეტად ამ თეატრს უკავშირდება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დრამატურგის მოლიერის(ნამდვილი სახელი ჟან-ბატისტ პოკლენი)სახელი. თავიდან ძირითადად მოლიერის შემოქმედებიდან იდგმებოდა პიესები, ასევე ვხვდებით სხვა გამოჩენილ დრამატურგებს, როგორებიც არიან პიერ კორნელი და ჟან რასინი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შემდეგ ბლოგებში აუცილებლად ვისაუბრებ მათზე. მოლიერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა ჰქონდა "კომედია დელ არტე" -ს (იტალიურ ნიღბების თეატრს). ასევე ვხვდებით "ფარსს", ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთში ამ ორი მიმდინარეობის პოპულარიზებას სწორედ "Comédie Française" - მ შეუწყო ხელი. ასევე საინტერესოა, რომ თეატრში 1830 წლის 25 თებერვალს დაიდგა ვიქტორ ჰიუგოს დრამა "Hernani", რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ თავისუფალ რომანტიკულ მიმართულებას. მან დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია, ვინაიდან ჰიუგო ნეოკლასიციზმის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.  "Comédie Française" - ს ძალიან დიდი ისტორია აქვს.  საოცარი ფაქტების მომსწრეა და მასზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. ის ნამდვილად გამორჩეული თეატრია ევროპაში. 
მე და მოლიერი (2019წელი, პარიზი)
 

2019 წელი, სექტემბერი

 
Dottore Gianni (CC BY-SA 4.0) 
 
 








 
 





Comments

Popular posts from this blog

ბერტოლტ ბრეჰტი "კავკასიური ცარცის წრე"/ Der Kaukasische Kreidekreis von Bertolt Brecht - Giorgi Bolkvadze

ქართული რომანტიზმის საფუძვლები - Giorgi Bolkvadze

Caspar David Friedrich/კასპარ დავიდ ფრიდრიხი - Giorgi Bolkvadze