Karl Wilhelm Friedrich Schlegel/ კარლ ვილჰელმ ფრიდრიხ შლეგელი - Giorgi Bolkvadze
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhvT6s2pS3OK06pEI1fTp80wKmFkwu8_6ChkPrzqbx3xXrxG8Z7Znm0IeC5WAwuJHgmf9yvGMP0wKgA1arPFORJnkDjBAUcsCIOzu6LhV2hybevN1JDu7-y2AMrkTCVMTqAVDpyBCc_9a0/w365-h430/Friedrich+Schlegel.jpg)
კარლ ვილჰელმ ფრიდრიხ შლეგელი (დ. 10 მარტი, 1772წ. ჰანოვერი - გ. 12 იანვარი, 1829წ. დრეზდენი) იყო გერმანელი პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი. დაიბადა ჰანოვერში, პროტესტანტულ ოჯახში. მამამისი, იოჰან ადოლფ შლეგელი გახლდათ პასტორი. თავის უფროს ძმასთან, ავგუსტ ვილჰელმ შლეგელთან ერთად იყო გერმანული რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ახალგაზრდობაში მან უარყო ქრისტიანობა და უფრო ათეიზმისა და ინდივიდუალიზმისკენ იხრებოდა. უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა ყოველთვის გაცილებით მეტ დროს უთმობდა კლასიკურ ლიტერატურას. მას ძალიან უყვარდა კითხვა. დაინტერესებული იყო ელინური კულტურით, პოეზიით, ბერძნული დრამით და კომედიებით. ეცნობოდა ბერძენი მწერლების შემოქმედებას, განსაკუთრებით არისტოფანეს. გატაცებული იყო რომაული ცივილიზაციით და ისტორიის ფილოსოფიით. თანამედროვე გერმანული ლიტერატურიდან გამოარჩევდა "ვაიმარის კლასიკოსებს" , ფრანგულიდან კი - ჟან-ჟაკ რუსოს. შლეგელი აკრიტიკებდა გერმანულ იდეალიზმს. მისი კარიერა საკმაოდ საინტერესოდ აეწყო. თავდაპირველ...