Die Toteninsel / Arnold Böcklin - Giorgi Bolkvadze
![Image](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjOXappGndqyiUOBFmpAc4ReiI1fX4k08XoiIYqi5RboMrsUiOVr621W2FuydgHrIeAztsqYHAHi8CmE2FH4qIOWNurAK7LFeB5KJc9FHlTgC2_249jUYkRaJeyhnZPiPFrpEnrgxJXwEkKHU6yVMj1csXrNzRvgrO6yutX0ogK3PdX3YC0E-FswCDrFnk/w531-h359/Ar.jpg)
"მიცვალებულთა კუნძული" შვეიცარელი სიმბოლისტი მხატვრის, არნოლდ ბოკლინის (Arnold Böcklin) ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. 1880-1901 წლებში მან ნახატის რამდენიმე ვერსია შექმნა, რომლებიც დღეს წარმოდგენილია ბერლინის, ლაიფციგის, ბაზელის და ნიუ იორკის მუზეუმებში. არნოლდ ბოკლინი (16 ოქტომბერი 1827წ. - 16 იანვარი 1901წ.) დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. მისი მშობლები იყვნენ კრისტიან ფრედერიკ ბოკლინი და ურსულა ლიპე. მამამისი აბრეშუმის მწარმოებელი იყო. არნოლდი იოჰან ვილჰელმ შირმერის ხელმძღვანელობით 1845-1847 წლებში სწავლობდა დუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ის ასევე დაუმეგობრდა ანსელმ ფოიერბახს. (იოჰან ვილჰელმ შირმერი (1807- 1863) იყო ცნობილი გერმანელი მხატვარი, რომელიც ასევე სწავლობდა დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში. მოგვიანებით იგი მოექცა ლანდშაფტის მხატვრობის გავლენის ქვეშ და დაიწყო ისტორიული პეიზაჟების ხატვა. აკადემიაში იგი ჯერ გახდა ასისტენტ პროფესორი, ხოლო მოგვიანებით სრული პროფესორი. შირმერი დუსელდორფის სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგ...