Posts

Alte Nationalgalerie / Hamburger Kunsthalle

Image
  2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში ვიმოგზაურე და რამდენიმე ცნობილ მუზეუმს ვესტუმრე, Alte Nationalgalerie, Pergamon museum, Deutsches Technikmuseum Berlin და  Hamburger Kunsthalle. ჩემზე ყველა მათგანმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ახლა ვისაუბრებ Alte Nationalgalerie - ს და Hamburger Kunsthalle -ს შესახებ, რადგან სწორედ ამ მუზეუმებში ინახება ჩემი საყვარელი რომანტიკოსის, გერმანელი მხატვრის, კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნამუშევრები.     Alte Nationalgalerie ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო გალერეაა. აქ ინახება ხელოვნების ნამდვილი შედევრები, როგორც ფერწერული ტილოები, ასევე სკულპტურები. კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნამუშევრების გარდა აქ ასევე წარმოდგენილია სხვა ცნობილი გერმანელი და არა გერმანელი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან ედუარდ გერთნერი / Eduard Gaertner,  არნოლდ ბოკლინი / Arnold Böcklin, მაქს ლიბერმანი / Max Liebermann, ადოლფ მენცელი / Adolph Menzel და სხვები. მე წინა ორ ბლოგში ვისაუბრე არნოლდ ბოკლინის და დავიდ...

Die Toteninsel / Arnold Böcklin - Giorgi Bolkvadze

Image
 "მიცვალებულთა კუნძული" შვეიცარელი სიმბოლისტი მხატვრის, არნოლდ ბოკლინის (Arnold Böcklin) ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. 1880-1901 წლებში მან ნახატის რამდენიმე ვერსია შექმნა, რომლებიც დღეს წარმოდგენილია ბერლინის, ლაიფციგის, ბაზელის და ნიუ იორკის მუზეუმებში.       არნოლდ ბოკლინი (16 ოქტომბერი 1827წ. - 16 იანვარი 1901წ.) დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში. მისი მშობლები იყვნენ კრისტიან ფრედერიკ ბოკლინი და ურსულა ლიპე. მამამისი აბრეშუმის მწარმოებელი იყო. არნოლდი იოჰან ვილჰელმ შირმერის ხელმძღვანელობით 1845-1847 წლებში სწავლობდა დუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში, სადაც ის ასევე დაუმეგობრდა ანსელმ ფოიერბახს. (იოჰან ვილჰელმ შირმერი (1807- 1863) იყო ცნობილი გერმანელი მხატვარი, რომელიც ასევე სწავლობდა დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში. მოგვიანებით იგი მოექცა ლანდშაფტის მხატვრობის გავლენის ქვეშ და დაიწყო ისტორიული პეიზაჟების ხატვა. აკადემიაში იგი ჯერ გახდა ასისტენტ პროფესორი, ხოლო მოგვიანებით სრული პროფესორი. შირმერი დუსელდორფის სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგ...

Caspar David Friedrich/კასპარ დავიდ ფრიდრიხი - Giorgi Bolkvadze

Image
 კასპარ დავიდ ფრიდრიხი ( დ. 5 სექტემბერი, 1774წ. გრაიფსვალდი/Greifswald; გ. 7 მაისი, 1840წ. დრეზდენი/Dresden) იყო გერმანელი მხატვარი და გრაფიკოსი. ის ითვლება ადრეული გერმანული რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად. დავიდ ფრიდრიხმა ფერწერაში სრულიად ახალი სტრუქტურული ელემენტები შემოიტანა, რაც შემდგომ არაერთი ცნობილი მხატვრის შთაგონების წყარო გახდა. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ალეგორიული პეიზაჟებით, რომლებიც როგორც წესი გამოსახულია ღამის ცის, დილის ნისლის, უნაყოფო ხეების ან გოთური ნანგრევების ფონზე ჩაფიქრებული ქმნილებებით...  მისთვის ასევე დამახასიათებელი იყო პეიზაჟების ხატვა ჰორიზონტის ხაზის გარეშე, რაც  დაკვირვებისას ერთგვარი უსასრულობის განცდას ქმნის... ( მართალია ასეთი რამ მხოლოდ ზოგიერთ ნამუშევარში გვხვდება, თუმცა ძალიან საინტერესოა). კასპარ დავიდის მიერ შექმნილი პეიზაჟები დამთვალიერებელზე საოცარ შთაბეჭდილებებს ახდენს. მხატვარს ბუნების აღქმის საოცარი უნარი გააჩნია. მისი უპირველესი ინტერესიც სწორედ ბუნების ჭვრეტაა და ხშირად თავისი სიმბოლური და ანტ...

ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობები - Giorgi Bolkvadze

Image
 ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ, ცხადია, ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა მე შევეცდები ვისაუბრო ერთი ცნობილი გერმანელი მწერლისა და პუბლიცისტის, არტურ ლაისტის შესახებ, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდორინდელ გამოჩენილ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ის ესწრებოდა უამრავ ლიტერატურულ შეხვედრას და აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საკითხების განხილვაში. არტურ ლაისტი საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო. ის ძალიან საინტერესოდ აღწერს ქართველ მწერლებთან ურთიერთობას და გვიყვება არაერთ საინტერესო ისტორიას. ლაისტი ილია ჭავჭავაძის უახლოესი მეგობარი იყო. ხშირად სტუმრობდა ილიას და ოლღას საგურამოში. ლაისტი კარგად იცნობდა სხვა მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებსაც, როგორებიც იყვნენ: აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, პეტრე უმიკაშვილი, გიორგი წერეთელი, და სხვა. არტურ ლაისტი მე -19 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი მწერალი და პუბლიცისტი იყო. მან ბევრი რამ დაწერა პოლონურ, გერმანულ და ასევე ქ...

ბერტოლტ ბრეჰტი "კავკასიური ცარცის წრე"/ Der Kaukasische Kreidekreis von Bertolt Brecht - Giorgi Bolkvadze

Image
 ბერტოლტ ბრეჰტი ( 10 თებერვალი, 1898 - 14 აგვისტო 1956 ) იყო მე-20 საუკუნის გამოჩენილი გერმანელი დრამატურგი და პოეტი. ბრეჰტმა დააარსა და განახორციელა ეპიკური თეატრი ან კიდევ როგორც უწოდებენ -"დიალექტიკური თეატრი". მან შექმნა სრულიად ახალი კონცეფცია, რამაც შემდგომ საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა სხვადასხვა ქვეყნების თეატრში. ფაქტრობრივად ის გვევლინება, როგორც თეატრის რეფორმატორი. ნაცისტების პერიოდში მწერალი იძულებული იყო გადასახლებაში ეცხოვრა. ჯერ სკანდინავიაში გაემგზავრა, ხოლო შემდგომ აშშ- ში. თავდაპირველად მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო. აღსანიშნავია, რომ ნაშრომების დიდი ნაწილი სწორედ გადასახლებაშია შექმნილი. ომის დასრულების შემდეგ დრამატურგი ბრუნდება გერმანიაში, სადაც ცოლთან ერთად აარსებს თეატრალურ კომპანიას "Berliner Ensemble" - ს. მისი მშობლები იყვნენ ფრიდრიხ ბრეჰტი და ვილჰელმინ სოფიო. დედა მორწმუნე პროტესტანტი იყო, ხოლო მამა - კათოლიკე. დედის გავლენით მან კარგად იცოდა ბიბლია, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე. ბრეჰტის ოჯახი საშუალო კლასის რიგს გ...

Karl Wilhelm Friedrich Schlegel/ კარლ ვილჰელმ ფრიდრიხ შლეგელი - Giorgi Bolkvadze

Image
 კარლ ვილჰელმ ფრიდრიხ შლეგელი (დ. 10 მარტი, 1772წ. ჰანოვერი - გ. 12 იანვარი, 1829წ. დრეზდენი) იყო გერმანელი პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ფილოლოგი. დაიბადა ჰანოვერში, პროტესტანტულ ოჯახში. მამამისი, იოჰან ადოლფ შლეგელი გახლდათ პასტორი. თავის უფროს ძმასთან, ავგუსტ ვილჰელმ შლეგელთან ერთად იყო გერმანული რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ახალგაზრდობაში მან უარყო ქრისტიანობა და უფრო ათეიზმისა და ინდივიდუალიზმისკენ იხრებოდა. უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა ყოველთვის გაცილებით მეტ დროს უთმობდა კლასიკურ ლიტერატურას. მას ძალიან უყვარდა კითხვა. დაინტერესებული იყო ელინური კულტურით, პოეზიით, ბერძნული დრამით და კომედიებით. ეცნობოდა ბერძენი მწერლების შემოქმედებას, განსაკუთრებით არისტოფანეს. გატაცებული იყო რომაული ცივილიზაციით და ისტორიის ფილოსოფიით. თანამედროვე გერმანული ლიტერატურიდან გამოარჩევდა "ვაიმარის კლასიკოსებს" , ფრანგულიდან კი - ჟან-ჟაკ რუსოს. შლეგელი აკრიტიკებდა გერმანულ იდეალიზმს. მისი კარიერა საკმაოდ საინტერესოდ აეწყო. თავდაპირველ...

ჟან-ჟაკ რუსო "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" - Giorgi Bolkvadze

Image
 შევეცდები ვისაუბრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერლის, ფილოსოფოსისა და კომპოზიტორის, ჟან-ჟაკ რუსოს შესახებ. ის დაიბადა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, პროტესტანტულ ოჯახში, 1712 წლის 28 ივნისს და გარდაიცვალა პარიზთან ახლოს ერმენონვილში 1778 წლის 2 ივლისს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ნაწარმოებია "ჟიული ანუ ახალი ელოიზა" და სწორედ ამ რომანის შესახებ ვისაუბრებ. თავდაპირველად მოკლედ მიმოვიხილავ მწერლის ცხოვრებას. რუსომ ბავშვობა გაატარა ჟენევაში. მამამისი, ისააკი, მესაათე და ცეკვის მასწავლებელი გახლდათ. ბავშვებს ძალიან ანებივრებდა და საკმაოდ ფიცხი ხასიათის კაცი იყო. მთელ ცხოვრებას რომანების კითხვასა და ახალი თავგადასავლების ძიებაში ატარებდა. რუსოს ჰყავდა ძმა, რომელიც ჟენევიდან მალევე გადაიხვეწა. ისინი ადრეულ ასაკში დაობლდნენ. ისააკს თავისი არეული ცხორვების გამო პრობლემები შეექმნა და  იძულებული გახდა იქაურობას განრიდებოდა. მან მეორედაც იქორწინა. ჟენევაში მარტოდ დარჩენილი ჟან-ჟაკი თავიდან ნოტარიუსს მიაბარეს, შემდეგ კი გრავიორს... როგორც ბიოგრაფიიდან ...

შუასაუკუნეობრივი გერმანული ეპოსი "სიმღერა ნიბელუნგებზე/Nibelungenlied" - Giorgi Bolkvadze

Image
 შევეცდები ვისაუბრო  შუა საუკუნეებში უცნობი გერმანელი ავტორის მიერ შექმნილი ძალიან საინტერესო ტექსტის შესახებ, რომელსაც ჰქვია "სიმღერა ნიბელუნგებზე". ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით დასტურდება, რომ პოემაში აღწერილი სიუჟეტი დაკავშირებულია ხალხთა დიდი გადასახლების დროს(მე-4 -მე-7სს.) შეთხზულ  ძველგერმანულ თქმულებებთან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ძველ სკანდინავიურ ნაწარმოებზე "უფროსი ედა", თუმცა აქ ვხვდებით თითქმის სრულად წარმართულ, მითოლოგიურ სიუჟეტებს და სწორედ ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველგერმანულ თქმულებებში ყველაზე ძლევამოსილი მეფე იყო ატილა(ჰუნთა მეფე). პოემის შინაარსი საკმაოდ საინტერესოა, რასაც შპილმანი(მოხეტიალე მუსიკოსი) თავისი მხატვრული ოსტატობით კიდევ უფრო მეტად ამრავალფეროვნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოკლედ მომიწევს შინაარსის გადმოცემა, ვინაიდან საკმაოდ ვრცელი სიუჟეტია და ყველა დეტალის შესახებ საუბარი დიდ დროს წაიღებდა. ბურგუნდიის ქალაქ ვორმსში ცხოვრობდა სამეფო ოჯახი. ულამაზეს ასულს, კრიმჰილდეს ჰყავდა სამი ძმა, გუნთ...